ვეტერანი მორაგბეების ბრიფინგი - განიხილება „დიდი 10-ის“ ბოიკოტი #1TVSPORT
ვეტერანი მორაგბეების ბრიფინგი - განიხილება „დიდი 10-ის“ ბოიკოტი #1TVSPORT

„ლოკომოტივის“ სარაგბო ბაზაზე ირაკლი აბუსერიძის და მისი მხარდამჭერების ბრიფინგი გაიმართა, სადაც ბორჯღალოსნების ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და ვეტერანმა მორაგბეებმა არჩევნების დღეს მომხდარ ფაქტებზე, პროტესტის ფორმებზე და მათ სამოქმედო გეგმებზე ისაუბრეს.

ირაკლი აბუსერიძემ მისი მისამართით გავრცელებულ ანონიმურ წერილზეც გააკეთა კომენტარი და ბრალდებას სასაცილო უწოდა, რომელსაც არავინ დაიჯერებს. იგი ასევე აცხადებს, რომ ბრძოლის გაგრძელებას სამართლებრივად აპირებს.

ირაკლი აბუსერიძემ ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება, თუმცა ეს საქმე სამოქალაქო დავად დარეგისტრირდა, რაც მისი აზრით კითხვის ნიშნებს ბადებს.

კლუბების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროტესტის ფორმებზეც. მათი თქმით მიმდინარეობს მოლაპარაკებები კლუბებთან, მორაგბეებთან და განიხილავენ „დიდი 10-ის“ ბოიკოტს, ასევე სხვა მეთოდებსაც, რომელიც რაგბის კავშირის ფუნქციონირებას შეაფერხებს, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება არ არის მიღებული.