პალიკო ჯიმშელაძე და ილია ზედგენიძე - ვაგრძელებთ ბრძოლას სიმართლისთვის #1TVSPORT
პალიკო ჯიმშელაძე და ილია ზედგენიძე - ვაგრძელებთ ბრძოლას სიმართლისთვის #1TVSPORT

მედიაცენტრ „მთავარში“ ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერებმა მორიგი პრესკონფერენცია გამართეს. ვეტერანმა მორაგბეებმა პალიკო ჯიმშელაძემ და ილია ზედგინიძემ ქართულ რაგბიში არსებულ არეულობაზე და მათ გეგმებზე ისაუბრეს.

როგორც იცით, გუშინ რაგბის კავშირის ყრილობა გაიმართა, სადაც ახალ პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს. აბუსერიძის გუნდი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და არალეგიტიმურს უწოდებს. ჯიმშელაძე და ზედგინიძე აცხადებენ, რომ ბრძოლის გაჩერებას არ აპირებენ და ყველა არსებული იურიდიული და სხვა ხერხებით შეეცდებიან თავიანთი სიმართლის დამტკიცებას.

ვეტერანები საპროტესტო აქციების გაგრძელებასაც აანონსებენ.