გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი, სავარაუდოდ, კარიერას ესპანეთში გააგრძელებს. გაზეთ „ბილდის“ ინფორმაციით, 61 წლის სპეციალისტმა ესპანურ ენაში კერძო გაკვეთილების მიღება დაიწყო.
9 მარტს ცნობილი გახდა, რომ ლიოვი ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის შემდეგ დატოვებს გერმანიის ნაკრებს.
2014 წელს, ლიოვის მიმართ დაინტერესებას გამოთქვამდა მადრიდის „რეალი“, მაგრამ მაშინ გერმანელმა არ მოისურვა ეროვნული ნაკრების დატოვება.