გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოხიმ ლიოვი კორონავირუსის პანდემიას გამოეხმაურა:
„ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დედამიწა ადამიანებისგან თავს იცავს, მათგან, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ყველაფერი იციან და ყველაფერი შეუძლიათ.
ძალაუფლება, სიხარბე, გამორჩენა, საუკეთესო შედეგებისა და რეკორდების მიღწევა პირველ ადგილზე იყო.
ეკოლოგიურმა კატასტრაფოებმა ავსტრალიაში ჩვენზე უმნიშვნელოდ იმოქმედა. ისეთი დაავადება, როგორც ებოლაა, როგორღაც შევაჩერეთ. ახლა ვდგავართ იმის წინაშე, რაც მთელ კაცობრიობას შეეხო“, – ამბობს იოახიმ ლიოვი.