„ინტერის აკადემია - საქართველო“ იტალიაში მიემგზავრება #1TVSPORT
„ინტერის აკადემია - საქართველო“ იტალიაში მიემგზავრება #1TVSPORT

„ინტერის აკადემია – საქართველოს“ ასაკობრივი გუნდები და მწვრთნელები უახლოეს პერიოდში იტალიაში გაემგზავრებიან და იტალიური ფეხბურთის გრანდის ბაზაზე სტაჟირებას გაივლიან – ინფორმაციას აკადემიის პრეზიდენტი ანა წერეთელი ავრცელებს.

„ეს უსაყვარლესი ბავშვები და ძალიან მაგარი გუნდი ნოემბერში, „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ სრული დაფინანსებით მიემგზავრება მილანში, სადაც მათთვის დაგეგმილია „ინტერის“ აკადემიაში ვარჯიშები, „ინტერის“ საშინაო თამაშზე დასწრება, „სან სიროს“ სტადიონისა და საფეხბურთო მუზეუმის დათვალიერება და სხვადასხვა საინტერესო აქტივობები“ – წერს ანა წერეთელი.

„ინტერის აკადემია – საქართველოს“ დირექტორის ცნობით, ფეხბურთელებთან ერთად სტაჟირებაზე მწვრთნელებიც გაემგზავრებიან.

„ბავშვებთან ერთად „ინტერ აკადემია საქართველოს“ 9 მწვრთნელია მიწვეული მილანში კვალიფიკაციის ასამაღლებლად, სადაც მათ ჩაუტარდებათ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სწავლებები. წარმატებები U14 გუნდს. ამ ასაკის გუნდი მილანში გადასამზადებლად ყოველ წელს გაემგზავრება“, – „ინტერის აკადემია – საქართველოს“ დირექტორი პოსტს სოციალურ ქსელში ავრცელებს.