ანა წერეთელმა „ინტერის აკადემია საქართველო“ დატოვა #1TVSPORT
ანა წერეთელმა „ინტერის აკადემია საქართველო“ დატოვა #1TVSPORT

„ინტერი აკადემია საქართველოს“ დირექტორმა ანა წერეთელმა თანამდებობა დატოვა და ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ანა წერეთლის ინიციატივით დაფუძნდა „ინტერი აკადემია საქართველო“ და ასევე მისი მოლაპარაკებების შედეგად გვესტუმრა მცირე ხნის წინ იტალიური კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ძანეტი.

„მინდა დიდი სიყვარულით და პატივისცემით მივმართო „ინტერის“ აკადემიის ფეხბურთელებს. ჩვენ ერთად შევძელით ის რომ ერთ-ერთ საუკეთესო აკადემიად ჩამოვყალიბდით. ასეთი მასშტაბის პროექტი ერთად განვახორციელეთ.

მაგრამ მოხდა ის, რაც არასოდეს არც ერთ ჩვენგანს არ უფიქრია. ყველამ იცით, რა ბედნიერი დღეები გავიარეთ, როდესაც იტალიიდან ხავიერ ძანეტი და იტალიის დელეგაცია გვყავდა აკადემიაში სტუმრად, ჩვენმა სტუმრებმა აღფრთოვანება ვერ დამალეს მიღწეული შედეგებით. ყველამ ნახა თუ როგორი დადებითი მუხტი იყო „ინტერის“ აკადემიაში. ბევრი ბედნიერი ბავშვი და ალბათ, ხშირად დიდ წარმატებას დიდი ღალატი მოჰყვება ხოლმე. ყველაზე სამწუხაროა, როცა ეს ღალატი შიგნიდან ხდება. როცა წარმატების გამო ცდილობენ რომ გაგანადგურონ.

მინდა იცოდეთ, რომ „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ ეგრეთწოდებული ხელმძღვანელი პირების მხრიდან გავხდი დისკრიმინაციის მსხვერპლი, მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა იტალიელი პარტნიორების მხრიდან პირადად ჩემი და ჩემი გუნდის წარმატებების უმაღლეს დონეზე შეფასება და სამომავლოდ დიდი გეგმების შემოთავაზება. არ მინდა ბევრი ვწერო, ალბათ, ადრე თუ გვიან დეტალებს ყველა გაიგებთ“, – წერს ანა წერეთელი.