Inside the Games - რუსი ოლიმპიელებისთვის ნეიტრალური ფორმის დიზაინზე მუშაობენ
Inside the Games - რუსი ოლიმპიელებისთვის ნეიტრალური ფორმის დიზაინზე მუშაობენ

სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია Nike-მა დაიწყო ნეიტრალური ფორმის დიზაინზე მუშაობა რუსი სპორტსმენებისთვის, რომლებიც პიონჩანგში 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე გამოვლენ. ამის შესახებ Inside the Games-ი წერს.

პორტალის ინფორმაციით, რუსებისთვის ნეიტრალური ფორმის საკითხი უკვე განიხილეს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში და დიზაინის შემუშავებაც დაწყებულია.

რუსეთის გუნდის ოლიმპიადაზე დაშვების ან არდაშვების გადაწყვეტილებას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომი დღეს მიიღებს.

თითქმის ყველა თანხმდება იმაზე, რომ ყველაზე მოსალოდნელი ვარიანტი ასეთია – ოლიმპიური კომიტეტი საშუალებას მისცემს რუს სპორტსმენებს ნეიტრალური დროშით გამოვიდნენ პიონჩანგის ოლიმპიადაზე. თან ასპარეზობის უფლებას მისცემენ მხოლოდ იმ ათლეტებს, რომლებიც დაამტკიცებენ, რომ არანაირი შეხება არ ჰქონდათ დოპინგის მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამასთან.