ინგლისური პრესა - იბრაჰიმოვიჩს ტოტალიზატორთან თანამშრომლობისთვის სასჯელი ელოდება
ინგლისური პრესა - იბრაჰიმოვიჩს ტოტალიზატორთან თანამშრომლობისთვის სასჯელი ელოდება

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ გამოძიება დაიწყო „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდთან ზლატან იბრაჰიმოვიჩთან მიმართებაში, – წერს გაზეთი Mirror.

ვეტერანმა შვედმა ფორვარდმა დაარღვია წესი, როცა ერთ-ერთი ტოტალიზატორის ელჩი გახდა. ფეხბურთელებს ეკრძალებათ ფსონების კეთება, აგრეთვე, აზარტული თამაშების რეკლამირება.
მარტში ტოტალიზატორმა, რომელიც სკანდინავიაში ფსონებზე სპეციალიზდება, გამოაცხადა, რომ იბრაჰიმოვიჩი ბრენდის ელჩი გახდა, თუმცა, მოგვიანებით ინფორმაცია წაშალა.
თუ დარღვევა დადასტურდა, იბრაჰიმოვიჩს დისკვალიფიკაცია და სოლიდური ფულადი ჯარიმა ელოდება.