ინგლისის პრემიერლიგაში ვიდეგამეორებების სისტემის (VAR) დანერგვას ახალი წესები შეაქვს ტურნირის რეგლამენტში.
გაზეთ დეილი მეილის (Daily Mail) ინფორმაციით, ფეხბურთელებს აკრძალული ექნებათ მსაჯებისთვის ვიდეოგამეორებების მოთხოვნა, კერძოდ, ლაპარაკია ხელებით მონიტორის ეკრანის გამოსახვაზე. სამსაჯო კორპუსში არ სურთ, რომ ფეხბურთელებს დამატებითი ზეწოლა ჰქონდეთ არბიტრებზე. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, მოთამაშე ყვითელი ბარათით დაისჯება.
სისტემა VAR-ს ინგლისის პრემიერლიგაში 2019-20 წლების სეზონიდან აამოქმედებენ.