ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი დილან ჰარტლი დიდ რაგბს გამოეთხოვა
ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპტანმა და „ნორტჰემპტონის“ მორაგბემ დილან ჰარტლიმ აქტიური სპორტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
33 წლის მორაგბემ ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში 97 შეხვედრა ჩაატარა, მათ შორის 30 კი გუნდის კაპიტნის სამკლაურით.
დილან ჰარტლის ინგლისის ჩემპიონატი და „ექვსი ერის“ თასი აქვს მოგებული.
ჰარტლიმ მუხლის ტრავმა „ნორტჰემპტონის“ უკანასკნელ შეხვედრაში მიიღო და იმ პერიოდიდან მოედანზე დაბრუნება ვერ მოახერხა.
„უკანასკნელი თვეები ჩემთვის ძალიან რთული იყო, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. საბოლოოდ, შევეგუე იმ ფაქტს, რომ მოედანს ვეღარ დავუბრუნდები“ – განაცხადა ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა.