ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე მიწისძვრით გამოწვეული ცუნამის მსხვერპლთა რიცხვმა 2 000-ს მიაღწია
ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე ძლიერი მიწისძვრით გამოწვეული ცუნამის მსხვერპლთა რიცხვმა თითქმის 2 000-ს მიაღწია. დაკარგულად 5 000-მდე ადამიანი ითვლება.
ინდონეზიის კატასტროფების სააგენტოს განცხადებით, ნანგრევებში სამაშველო სამუშაოები 11 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ინდონეზიის კუნძულ სულავესისთან 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 28 სექტემბერს მოხდა. მიწისქვეშა ბიძგებმა მოგვიანებით ცუნამი გამოიწვია. სტიქიამ ყველაზე მეტად ქალაქი პალუ დააზარალა.
ინდონეზიას დახმარება 11-მა სახელმწიფომ, მათ შორს ავსტრალიამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა გაუგზავნეს.