ინდოეთში ვერტმფრენმა, რომლითაც თავდაცვის შტაბის უფროსი მგზავრობდა, კატასტროფა განიცადა
ინდოეთში ვერტმფრენმა, რომლითაც თავდაცვის შტაბის უფროსი მგზავრობდა, კატასტროფა განიცადა

ინდოეთში ვერტმფრენმა, რომლითაც ქვეყნის შეიარაღებული ძალების თავდაცვის შტაბის უფროსი მგზავრობდა, კატასტროფა განიცადა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

შემთხვევა თამილ ნადუს შტატში მოხდა. გენერალ ბიპინ რავათთან ერთად, მისი მეუღლე და კიდევ შვიდი მაღალჩინოსანი მგზავრობდა. ბორტზე, ეკიპაჟის წევრების გარდა, სულ ცხრა ადამიანი იმყოფებოდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სამი დაშავებული მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი, თუმცა ამ დროისთვის მათი ვინაობა იდენტიფიცირებული არ არის.

კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.