ინდოეთში ბოლო 24 საათში 8392 კოვიდინფიცირებული გამოავლინეს

09:01, 02.06.2020

ინდოეთში ბოლო 24 საათში 8392 კოვიდინფიცირებული გამოავლინეს. ეს ამ ქვეყნისთვის პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამრიგად, ინდოეთში „კოვიდ-19“ ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე უკვე 190 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 5394 პაციენტი.

აღსანიშნავია, რომ ინდოეთში ყოველდღიურად გამოვლენილი კოვიდინფიცირებულების რიცხვი არ იკლებს.
მიუხედავად ამისა, ქვეყნის ხელისუფლება კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას განაგრძობს.

მსგავსი