ინანეიშვილი და ხარაზიშვილი ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებენ #1TVSPORT
ლუქსემბურგში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს შვიდმა ქართველმა იასპარეზა, რომელთაგან ექვსი მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს.
90კგ-ში ნიკოლოზ ხარაზიშვილმა ნახევარფინალში უნგრელი ძიუდოისტი დაამარცხა და ფინალში იჭიდავებს. ასევე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს მძიმეწონოსანი საბა ინანეიშვილი, რომელმაც ნახევარფინალში უკრაინელი სპორტსმენი რამდენიმე წამში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.
ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ – თორნიკე ფოლადაშვილი (90კგ),მიხეილ ჯაფარიძე (100), ილია სულამანიძე (100) და ირაკლი დემეტრაშვილი (+100). მეშვიდე ქართველი ძიუდოისტი სალომე მაყიშვილი (+78) პირველივე დაპირისპირებაში დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.