მიოკარდის ინფარქტის გადატანის შემდეგ, „პორტუს“ ესპანელი მეკარის იკერ კასილიასის აღდგენის პროცესი მინიმუმ ნახევარ წელიწადს დაიკავებს, – წერს გაზეთი „ასი“ (AS).
გამოცემის ინფორმაციით, ექიმები სამიდან ექვსი თვის განმავლობაში დააკვირდებიან ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ამის შემდეგ გადაწყვეტენ – შეძლებს თუ არა კასილიასი კვლავ მატჩებში მონაწილეობის მიღებას.
ამ მომენტისთვის, ესპანელის მდგომარეობა სტაბილურია და ის სამედიცინო ტესტების გასავლელად ემზადება.