იკერმა ნახევარი წელი უნდა მოიცადოს

11:18, 03.05.2019

მიოკარდის ინფარქტის გადატანის შემდეგ, „პორტუს“ ესპანელი მეკარის იკერ კასილიასის აღდგენის პროცესი მინიმუმ ნახევარ წელიწადს დაიკავებს, – წერს გაზეთი „ასი“ (AS).

გამოცემის ინფორმაციით, ექიმები სამიდან ექვსი თვის განმავლობაში დააკვირდებიან ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ამის შემდეგ გადაწყვეტენ – შეძლებს თუ არა კასილიასი კვლავ მატჩებში მონაწილეობის მიღებას.

ამ მომენტისთვის, ესპანელის მდგომარეობა სტაბილურია და ის სამედიცინო ტესტების გასავლელად ემზადება.

მსგავსი