„პორტუს“ 38 წლის მეკარემ იკერ კასილიასმა მინდორზე დაბრუნების შესახებ შეგვატყობინა.
გაზეთ „ეიესის“ (AS) ინფორმაციით, ესპანელმა ფეხბურთელმა ინდივიდუალური ვარჯიში ჩაატარა, რომელიც დაახლოებით 20-25 წუთი გაგრძელდა.
„ექვსი თვე და სამი დღე კარადაში…“ – დაწერა „ტვიტერში“ კასილიასმა, რასაც თავისი ბუცების ფოტო დაურთო.
შეგახსენებთ, რომ „რეალის“ ყოფილმა მეკარემ ამა წლის პირველ მაისს ინფარქტი გადაიტანა. კასილიასმა განაცხადა, რომ აუცილებლად დაასრულებს კარიერას, თუ მის ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრება.