იკერ კასილიასმა ვარჯიში დაიწყო

17:40, 06.11.2019

„პორტუს“ 38 წლის მეკარემ იკერ კასილიასმა მინდორზე დაბრუნების შესახებ შეგვატყობინა.

გაზეთ  „ეიესის“ (AS) ინფორმაციით, ესპანელმა ფეხბურთელმა ინდივიდუალური ვარჯიში ჩაატარა, რომელიც დაახლოებით 20-25 წუთი გაგრძელდა.

„ექვსი თვე და სამი დღე კარადაში…“ – დაწერა „ტვიტერში“ კასილიასმა, რასაც თავისი ბუცების ფოტო დაურთო.

შეგახსენებთ, რომ „რეალის“ ყოფილმა მეკარემ ამა წლის პირველ მაისს ინფარქტი გადაიტანა. კასილიასმა განაცხადა, რომ აუცილებლად დაასრულებს კარიერას, თუ მის ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრება.

მსგავსი