იბრაჰიმოვიჩმა ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა - ყველა პოზიციაზე ზლატანია
„ლოს ანჯელეს გელაქსის“ ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შეადგინა ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეთა სიმბოლური ნაკრები. შვედმა თერთმეტივე პოზიციაზე საკუთარი თავი დააყენა.
„ეს არის ყველა დროის ნაკრების ჩემი ვერსია. დარჩა მხოლოდ მწვრთნელის არჩევა. შესაძლოა, ეს იყოს ზლატანი“, – დაწერა თავის „ტვიტერზე“ იბრაჰიმოვიჩმა.
37 წლის ზლატანი ჰოლანდიის, იტალიის, ესპანეთისა და საფრანგეთის ჩემპიონი გახლდათ.