„ლოს ანჯელეს გელაქსის“ შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ესპანეთში დაბრუნებაზე მიანიშნა.
„სალამი, ესპანეთო! გამოიცანი, რა ხდება? მე ვბრუნდები“, – თქვა სოციალური ქსელის მეშვეობით 37 წლის ფეხბურთელმა.
ზლატანის „გელაქსი“ პლეი ოფში დასავლეთი კონფერენციის ნახევარფინალიდან გამოეთიშა ბრძოლას, რის შემდეგაც, იბრაჰიმოვიჩი არ მალავს ევროპაში დაბრუნების სურვილს.
სკანდინავიელი ერთხელ უკვე თამაშობდა ლა ლიგაში – 2009-11 წლებში „ბარსელონას“ შემადგენლობაში იყო.