შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საკუთარი თავი ცნობილ ამერიკელ რეჟისორს კვენტინ ტარანტინოს შეადარა.
„მას უყვარს კინო ისე, როგორც მე მიყვარს ფეხბურთი. ვისურვებდი მასთან შეხვედრას, მისი ამბების მოსმენას. ცხადია, რომ კვენტინი ცოტათი შერეკილი გენიოსია. უყვარს ის, რასაც აკეთებს და უნდა ეს პუბლიკამდე მიიტანოს. ტარანტინო ჰგავს მუჰამედ ალის, რომელსაც კიდევ ერთ ლეგენდად მივიჩნევ. მიყვარდა ალი, რადგან ის აკეთებდა ყველაფერს ისე, როგორც უნდოდა.
მას საკუთარი ხედვა ჰქონდა და შეძლო მისი რეალიზება. ჩემის მხრივ, არავის ვბაძავ: ტარანტინო – ეს კინოს ისტორიაა, ზლატანი – ფეხბურთის ისტორია“, – თქვა იბრაჰიმოვიჩმა GQ-სთან ინტერვიუში.