იბრაჰიმოვიჩი - არსებობენ ფეხბურთელები, რომლებსაც უბრალოდ თავისუფლება უნდა მისცე
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი და „ლოს-ანჯელეს გალაქსის“ ამჟამინდელი ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი პოლ პოგბასა და ჟოზე მოურინიოს შორის მომხდარი განხეთქილების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც შეზღუდვას ვერ ეგუებიან.
„არიან მოთამაშეები, რომლებსაც თავისუფლება სჭირდებათ, რომ მოედანზე ის აკეთონ, რაც ყველაზე კარგად გამოსდით“, – უთხრა შვედმა ფეხბურთელმა „ი-ეს-პი-ენ“-ის (ESPN) ჟურნალისტს. – „რა თქმა უნდა, ჟოზეს თავისი ტაქტიკა აქვს, მაგრამ ზოგიერთი ფეხბურთელის შესაძლებლობები შეზღუდვებს სცდება და ასეთს საშუალება უნდა მისცე, რომ თავისუფალი იყოს. პოლ პოგბა სწორედ ასეთი ფეხბურთელია“.
ჟოზე მოურინიოს გუნდიდან წასვლის შემდეგ, პოლ პოგბამ ექვს მატჩში ხუთი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე პასი შეასრულა.
ამჟამად „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს ნირვეგიელი ოლე გუნარ სოლსკიაერი ასრულებს.