იბრაჰიმოვიჩი ამერიკულ ლიგაში ყველაზე მეტს გამოიმუშავებს
იბრაჰიმოვიჩი ამერიკულ ლიგაში ყველაზე მეტს გამოიმუშავებს

„ლოს-ანჟელეს გალაქსის“ ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მეიჯორ ლიგ სოკერის“ (MLS) ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტ თანხას გამოიმუშავებს. იგი წელიწადში 7.2 მილიონ დოლარს იღებს. ცნობისთვის, ლიგის წლიური საშუალო ხელფასი 371 ათასი დიოლარიაა.

მეორე ადგილზე „ტორონტოს“ ჰავბეკი მაიკლ ბრედლია(6.5მლნ), მესამეზე კი ამავე გუნდის ფეხბურთელი ჯოზი ალტიდორი (6.3მლნ), მეოთხეზე „ლოს-ანჯელესის“ თავდამსხმელი კარლოს ველაა (6.3მლნ), ხოლო მეხუთეზე „ჩიკაგოს“ ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი (5.6მლნ).