იარომირ იაგრმა მეხუთე ათწლეულში ითამაშა, ეს გორდი ჰოუს რეკორდის გამეორებაა
ლეგენდარული ჩეხი ჰოკეისტი იარომირ იაგრი უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა. 12 იანვარს, 47 წლის ფორვარდი პირველად გავიდა ყინულზე 2020 წელს. „კლადნოს“ მაისურით ვეტერანმა ორი შაიბა გაიტანა პრაღას „სპარტას“ კარში და ამას ორი შედეგიანი პასი დაუმატა.
აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობით, ჩეხმა გაიმეორა ლეგენდარული კანადელის გორდი ჰოუს მიღწევა: ორივე ჰოკეისტის პროფესიულ დონეზე ხუთ სხვადასხვა ათწლეულში უთამაშია. იაგრს დებიუტი ჰქონდა „კლადნოში“ 1988 წელს და მოასწრო თამაში კიდევ ოთხ ათწლეულში (1990-99, 2000-09, 2010-19, 2020-29) თამაში. ჰოუ პროფესიულ დონეზე გამოდიოდა 1946-80 წლებში.
მიმდინარე სეზონში იაგრმა 22 მატჩში 19 ქულა (10+9) დააგროვა.
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში იაგრმა 1921 ქულა მიითვალა და ამ მაჩვენებლით მასზე წინ მხოლოდ უეინ გრეტცკია (2857 ქულა).
15 თებერვალს, 1998 წლის ოლიმპიურ ჩემპიონსა და სტენლის თასის ორგზის მფლობელს 48 წელი შეუსრულდება.