იაპონიის პრემიერმინისტრმა დაადასტურა 2021 წლის ზაფხულში ოლიმპიადის ჩატარების განზრახვა
იაპონიის პრემიერმინისტრმა იოსიჰიდე სუგამ განაცხადა, რომ 2021 წელს ოლიმპიური თამაშების გამართვა სურს.
„მომდევნო ზაფხულს ვაპირებ ჩავატარო ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშები ტოკიოში და ამით დავამტკიცო, რომ კაცობრიობამ დაამარცხა ვირუსი. გავაგრძელებთ ყველაფრის კეთებას იმისთვის, რომ თამაშები უსაფრთხოდ და საიმედოდ ჩატარდეს“, – მოჰყავს პრემიერმინისტრის სიტყვები სააგენტო NHK-ს.
ადრე გახდა ცნობილი, რომ ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება – დაიბრუნოს ოლიმპიადის ბილეთები.
შეგახსენებთ, რომ ტოკიოს თამაშები 2021 წლისთვის არის გადატანილი და მომავალ წელს 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.