იაპონიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ცუნეკაძუ ტაკედეს კორუპციაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ფრანგული გაზეთი „მონდი“ წერს.
პარიზელ გამომძიებლებს მიაჩნიათ, როპ ტოკიოს გამარჯვება 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძლობისთვის ბრძოლაში შესაძლებელი გახდა საიდუმლო საბანკო ოპერაციების მეშვეობით. აღნიშნავენ, რომ ამ ოპერაციების წყალობით იქნა მიღებული აფრიკის წარმომადგენელთა ხმები.