გუშინ, ტეხასში ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა. „დალასმა“ „ატლანტას“ უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში ერთი ქულის სხვაობით 118-117 გაიმარჯვა.
შეხვედრის ბოლოს „ჰოუქსის“ გამთამაშებელი ტრაეი იანგი ვილი კოლი-შტაინს დაეჯახა. მას შემდეგ, რაც მსაჯმა ჯარიმა არ დანიშნა, იანგს მასთან შეკამათება მოუვიდა.
როგორც შემდგომ გაირკვა, შეხვედრის მსაჯთან მომხდარი შელაპარკების გამო ნბა-მ იანგი 20 000 დოლარის ჯარიმით დასაჯა.