ჯეისონ კიდი „დალასის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა #1TVSPORT
ჯეისონ კიდი „დალასის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა #1TVSPORT

„დალას მავერიქსმა“ შეთანხმებას მიაღწია დიდების დარბაზის წევრთან ჯეისონ კიდთან მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ. მხარეებმა ოთხწლიან კონტრაქტზე მოილაპარაკეს.

გუნდს ასევე ეყოლება ახალი გენერალური მენეჯერი. ეს არის ნიკო ჰარისონი, რომელიც დიდი ხანი კომპანია Nike-ში აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. ის „მავერიქსში“ საკალათბურთო ოპერაციების ხელმძღვანელი იქნება.

ბოლო წლებში ბევრი კლუბი ცდილობდა ჰარისონის გადაბირებას იმის გამო, რომ მას კარგი ურთიერთობა აქვს ლიგის ბევრ მოთამაშესთან, მათ შორის, „დალასის“ მცველთან ლუკა დონჩიჩთან.

ჯეისონ კიდი „დალასში“ 1994-96 და 2008-12 წლებში თამაშობდა და 2011 წელს NBA-ის ჩემპიონი გახდა.

2019 წელს, 48 წლის კიდი „ლეიკერსის“ სამწვრთნელო შტაბში მოხვდა. 2014-18 წლებში ის „მილუოკის“ მთავარი მწვრთნელი იყო, 2013-14 წლებში კი „ბრუკლინს“ ავარჯიშებდა.