„ჰონდა“ ბრიტანეთის ქალაქ სვინდონში ქარხნის დახურვას გეგმავს
„ჰონდა“ ბრიტანეთის ქალაქ სვინდონში ქარხნის დახურვას გეგმავს

იაპონური ავტომწარმოებელი „ჰონდა“ დიდი ბრიტანეთის ქალაქ სვინდონში ქარხნის დახურვას გეგმავს. ინფორმაციას ტელეკომპანია „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალებისთვის გახდა ცნობილი, კომპანია საწარმოს დახურვას 2022 წელს აპირებს, ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადების გაკეთებას კი 19 თებერვალს გეგმავს.

ავტომწარმოებელს გავრცელებულ ცნობასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

„ჰონდას“ ქარხნის დახურვით დიდი ბრიტანეთი 3500 სამუშაო ადგილს დაკარგავს.

„სქაი ნიუსის“ ცნობით, იაპონური კომპანია შეინარჩუნებს თავის ევროპულ ოფისს ბერქშირში, ასევე დიდ ბრიტანეთში „ფორმულა ერთის“ გუნდს.

კომპანია „ჰონდა“ ქალაქ სვინდონში ყოველწლიურად დაახლოებით 160 000 ავტომობილს აწარმოებს.