ჰოხფილცენში რბოლა სპრინტში ქალებში ვირერმა, კაცებში კი ბომ მოიგო| ბიატლონი
ავსტრიულ ქალაქ ჰოხფილცენში დღეს სტარტი ბიატლონში მსოფლიო თასის მეორე ეტაპმა აიღო. საწყისი რბოლა ქალებში სპრინტი 7.5კმ-ზე გაიმართა, რომელიც ქალებში საერთო ჩათვლის ლიდერმა დოროტეა ვირერმა მოიგო. მეორე ადგილზე ნორვეგიელი ინგრიდ ტანდრევოლდი გავიდა, ბრინჯაოს მედალი კი რუსმა სვეტლანა მირონოვამ მოიპოვა.
დღესვე კაცებმა სპრინტში 10კმ-ზე იასპარეზეს. რბოლა ძალიან საინტერესოდ წარიმართა და ნორვეგიელი იოჰანეს ბოს გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილზე ფრანგი სიმონ დესტიე გავიდა, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელი რუსი ბიატლონისტი ალექსანდრ ლოგინოვი გახდა.
შეგახსენებთ, რომ 2019-2020 წლების სეზონის მსოფლიო თასის საერთო ჩათვლას პირველი ეტაპის მერე კაცებში მარტენ ფურკადი, ხოლო ქალებისას დოროტეა ვირერი ლიდერობს.