ჰოკეიში რუსეთის ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე არ დაუშვეს #1TVSPORT
ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ არ დაუშვა რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე, – წერია ფედერაცისს ოფიციალურ განცხადებაში.
ტურნირი სანკტ-პეტერბურგში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ აპრილში საერთაშორისო ფედერაციამ ჩამოართვა რუსეთს ეს უფლება უკრაინაში მიმდინარე ომის გამო. მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატს ლატვია და ფინეთი უმასპინძლებენ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსული აგრესიის მიზეზით, რუსეთის ნაკრები არ მონაწილეობს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატში, რომელიც ახლა ფინეთში მიმდინარეობს.