ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ კვირის მოთამაშეები გამოავლინა
ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ კვირის მოთამაშეები გამოავლინა

ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ (NHL) გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა. სამიდან ორი ჰოკეისტი შვედია.

კვირის პირველი ვარსკვლავი გახდა ნიუ-იორკ აილენდერსის მეკარე რობინ ლენერი, რომელმაც სამ მატჩში 67-დან 65 დარტყმა მოიგერია და ერთი „შათაუტი“ შეასრულა.

მეორე ვარსკვლავის სტატუსი ასევე შვედმა მიიღო – ნიუ-იორკ რეინჯერსის ფორვარდმა მიკა ზიბანეჯადმა. მან უნიკალური შედეგი დააფიქსირა – სამ მატჩში გაიტანა გამარჯვების შაიბა, რაც რეინჯერის ისტორიაში არავის გაუკეთებია. სულ კი ზიბანეჯადმა შვიდი ქულა დააგროვა – ხუთი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა.

კვირის მესამე ვარსკვლავია ჩიკაგოს ლიდერი პატრიკ კეინი. მან სამ მატჩში 10 ქულა (4+6) დააგროვა. კეინმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ვაშინგტონთან მატჩში, როცა კარიერაში მეორედ შეძლო ერთ თამაშში ხუთი ქულის აღება.