ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ (NHL) დღის საუკეთესოები დაასახელა.
პირველი ვარსკვლავი „კალგარის“ ფორვარდი ჯონი გოდროა, რომელმაც „ვინიპეგთან“ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა(4:1).
მეორე საუკეთესოდ დასახელდა დალასის რუსი გოლკიპერი ანტონ ხუდობინი, რომლის ანგარიშზეც 49 სეივია „ნეშვილთან“ შეხვედრაში (0:2).
მესამე ვარსკვლავი კი „ჩიკაგოს“ თავდამსხმელი პატრიკ კეინი გახდა. მან ჰეთ-თრიკი გაიფორმა „მინესოტასთან“ (5:2).