ჰოკეის ნაციონალური ლიგა 2020/2021 წლების სეზონის დაწყებას ნოემბერში გეგმავს
კანადელმა სპორტულმა მიმომხილველმა პიერ ლებრუნმა ჰოკეის ნაციონალური ლიგის (NHL) ამ სეზონის გეგმებზე და 2020/2021 წლების კალენდრის სავარაუდო გადაწევაზე ისაუბრა.
„ჰოკეის ნაციონალური ლიგა მზადაა 2020/2021 წლების კალენდარი ნოემბრამდე გადაწიოს, რათა თუ ეს შესაძლებელი იქნა, ეს სოზონი ზაფხულში დასრულდეს. ლიგა თვლის, რომ შემდეგი სეზონი სრულყოფილი იქნება. დაიწყება ნოემბერში და ფინალური სტადიის შეხვედრები ივნისის ბოლოს დამთავრდება. ყველა ვარსკვლავთა მატჩი და კლუბების ერთკვირიანი პაუზები გაუქმდება. ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, არ მჯერა, რომ წლევანდელი სეზონი განახლდება“-დაწერა ლებრუნმა საკუთარ ტვიტერზე.