ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატი | საქართველოს ნაკრებმა ტაივანი დაამარცხა და პირველ დივიზიონში გადასვლას ერთი მოგება აშორებს #1TVSPORT
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე, მეორე დივიზიონში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეოთხე შეხვედრა ტაივანთან ჩაატარა და მეტოქე 6:4 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების რიგებიდან ორი შაიბა – კარელინმა, ორი – ბუკიამ, თითო-თოთო კი კოზიულინმა და შვეცოვმა გაიტანეს.
შეგახსენებთ, რომ ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს სამი მოგება და ერთი წაგება აქვს. მეორე დივიზიონის B ჯგუფის გამარჯვებული მომავალ წელს A ჯგუფში იასპარეზებს. საქართველოს ნაკრები ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ბელგის ნაკრების დამარცხების შემთხვევაში A ჯგუფში დაწინაურდება – მატჩი 28 აპრილს გაიმართება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: მიხეილ ფოფანოვი, ივან სტაროსტინი;
მცველები: დმიტრი ერმოშენკო, არტიომ კურბატოვი, ივან მაროვი;
ფორვარდები: ვიტალი ძიოვი, ვიტალი დუმბაძე, ვიქტორ ხაჩატურიანი, ანდრეი რომანოვი, ნიკიტა ბუკია, ბორის კოჩკინი, ნიკოლოზ ბობოხიძე, ოლივერ ობოლგოგიანი, ივან შვეცოვი, არტიომ კოზიულინი, მიხეილ დავითაშვილი, ივან კარელინი.