ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.
კვირის პირველი ვარსკვლავი გახდა „მინესოტას“ ფორვარდი კევინ ფიალა. მან ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 9 ქულა (4 შაიბა+5 პასი) დააგროვა. შვეიცარიელი მესამე ჰოკეისტი გახდა კლუბის ისტორიაში, ვინც ზედიზედ ოთხ მატჩში იღებდა მინიმუმ ორ ქულას.
მეორე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო „ნეშვილი“” მცველმა რაიან ელისმა. ის 7 ქულით (1+6) საუკეთესო ბომბარდირი გახდა მცველებს შორის. მისმა გუნდმა სამი მატჩიდან ორი მოიგო.
კვირის მესამე ვარსკვლავია „კოლორადოს“ მეკარე პაველ ფრანცოუზი. მან სამიდან სამი მატჩი მოიგო, საშუალოდ თამაშში ორი შაიბა გაუშვა და მეტოქეთა დარტყმების 94.6 პროცენტი მოიგერია. ჩეხი მეკარის მოგებათა სერია ექვს მატჩამდე ავიდა. გასულ კვირას, ფრანცოუზი პირველ ვარსკვლავად დასახელდა.