ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NBA) გასული კვირის სამი საუკეთესო მოთამაშე დაასახელა.
პირველი ვარსკვლავი გახდა პიტსბურგის კაპიტანი სიდნი კროსბი. მან „ყველა ვარკვლავის უქმეებზე“ ნათამაშებ ორ მატჩში რვა ქულა (4+4) დააგროვა და კარიერაში პირველად მოიპოვა ყველაზე ღირებული მოთამაშის (MVP) ტიტული. კროსბი მეექვსე ჰოკეისტია ისტორიაში, ვინც კარიერის განმავლობაში რეგულარული სეზონის, პლეი ოფისა და „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ MVP ყოფილა. ამგვარი ჰეთ-თრიკი აქამდე მხოლოდ ჟან ბელივოს, უეინ გრეტცკის, მარიო ლემიეს, ბობი ორსა და ჯო საკიკს შეესრულებინათ.
კვირის მეორე ვარსკვლავია სან-ხოსეს ფორვარდი ჯო პაველსკი, რომელმაც „ოლ სტარზე“ ხუთი ქულა (1+4) მოაგროვა, მანამდე კი რეგულარული სეზონის მატჩში ფლორიდას წინააღმდეგ ოთხი ქულა (1+3) აიღო. ეს მის კარიერაში მე-12 ოთხქულიანი მატჩი იყო.
მესამე ვარსკვლავის სტატუსი ერგო მინესოტას მეკარე დევან დუბნიკს. „ოლ სტარის“ უქმეებამდე მან რეგულარულში ორი მატჩის მოგება მოასწრო, „ყველა ვარსკვლავის უქმეებზე“ კი ორ შეხვედრაში 25 მოგერიება ჰქონდა.