ჩრდილოეთ ამერიკის ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) გასული კვირის სამი ვარსკვლავის ვინაობა გამოაცხადა.
პირველი ვარსკვლავის სტატუსი ერგო „კალგარის“ მცველ მარკ ჯორდანოს. მან ოთხ მატჩში რვა ქულის დაგროვება შეძლო – სამი შაიბა გაიტანა და ხუთი საგოლე პასი შეასრულა.
„კალგარის“, ამ მომენტისთვის, ზედიზედ ხუთი მოგება აქვს და 64 ქულით ლიდერობს დასავლეთ კონფერენციას.
კვირის მეორე ვარსკვლავი გახდა „სენტ-ლუისის“ მეკარე ჯორდან ბინინგტონი. მან სამიდან სამი მატჩი მოიგო, საშუალოდ 0.67 გოლი გაუშვა და მეტოქეთა დარტყმების 97.4 პროცენტი მოიგერია. ბინინგტონი გახდა 35-ე მეკარე NHL-ის ისტორიაში, რომელმაც სადებიუტო მატჩში შათაუტი შეასრულა – ეს მოხდა 7 იანვარს, „ფილადელფიასთან“ მატჩში (3:0).
მესამე ვარსკვლავად დასახელდა „პიტსბურგის“ ფორვარდი ჯეიკ გიუნტცელი, რომელმაც სამ მატჩში ექვსი ქულა (5+1) დააგროვა. მან განსაკუთრებით გამოიჩინა თავი „ანაჰაიმთან“ მატჩში (7:4), რომელშიც კარიერაში მეორე ჰეთ-თრიკი შეასრულა.