ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ კვირის მოთამაშეები გამოავლინა
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ კვირის მოთამაშეები გამოავლინა
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.
კვირის პირველი ვარსკვლავი გახდა „კოლორადოს“ მეკარე პაველ ფრანცოუზი. მან ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამჯერ მოიგო, მეტოქეთა დარტყმების 94.1 პროცენტი მოიგერია და საშუალოდ მატჩში 1.46 შაიბა გაუშვა. 29 წლის ჩეხი მეკარისთვის გამორჩეული მატჩი იყო 21 თებერვალს, „ანაჰაიმის” წინააღმდეგ. მისმა გუნდმა 1:0 მოიგო და ჰოკეისტმა კარიერაში პირველი შათაუტი შეასრულა.
მეორე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო „რეინჯერსის” ფორვარდმა მიკა ზიბანეჯადმა, რომელმაც სამ მატჩში რვა ქულა (3+5) დააგროვა. შვედს საუკეთესო მატჩი „ჩიკაგოს” წინააღმდეგ ჰქონდა, როცა კარიერაში პირველად დააგროვა ოთხი ქულა (1+3).
მესამე ვარსკვლავად დასახელდა „კალგარის“ ფორვარდი ენდრიუ მანჯაპინი. მან სამ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ლიგის ლიდერი გახდა. მანჯაპინის გამორჩეული მატჩი იყო „ანაჰაიმის” (6:4) წინააღმდეგ, რომელშიც 23 წლის კანადელმა კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა.