ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაასახელა გასული კვირის სამი საუკეთესო ჰოკეისტი.
კვირის პირველი ვარსკვლავი გახდა ფლორიდას კანადელი ფორვარდი ჯონათან იუბერდო, რომელმაც ოთხ მატჩში ცხრა ქულის დაგროვება შეძლო – ოთხი შაიბა გაიტანა და ხუთი შედეგიანი პასი შეასრულა.
მეორე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო დალასის ამერიკელმა მეკარემ ბენ ბიშოპმა. მან სამიდან ორ მატჩში შათაუტი შეასრულა და ჯამში 59 დარტყმა მოიგერია.
მესამე ვარსკვლავად დაასახელეს ანაჰაიმის 21 წლის ამერიკელი ფორვარდი ტროი ტერი. მის ანგარიშზე ოთხ მატჩში შვიდი ქულა იყო – ორი გოლი და ხუთი შედეგიანი გადაცემა.