ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ კვირის ლაურეატები დაასახელა
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ კვირის ლაურეატები დაასახელა

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა.

პირველი ვარსკვლავი გახდა ვინიპეგის მარცხენა ფრთა კაილ კონორი. ოთხ თამაშში მან რვა ქულა დააგროვა – ხუთი შაიბა გაიტანა და სამი შედეგიანი პასი შეასრულა. კონორმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ნეშვილის წინააღმდეგ, როცა კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი შესრულა.

მეორე ვარსკვლავის სტატუსი ერგო ტამპა ბეის ფორვარდს სტივენ სტემკოსს. ოთხ მატჩში მასაც რვა ქულა ჰქონდა – ოთხი გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემა. გასულ კვირას, სტემკოსმა კარიერაში 384-ე შაიბა გაიტანა და ტამპა ბეის ყველა დროის საუკეთესო მეგოლე გახდა – გაუსწრო ვენსან ლეკავალიეს.

კვირის მესამე ვარსკვლავია კოლორადოს მეკარე ფილიპ გრუბაუერი, რომელმაც საშუალო მატჩში 1.49 შაიბა გაუშვა და მეტოქეთა დარტყმების 96.1 პროცენტი მოიგერია.