ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის სამი ვარსკვლავი გამოავლინა.
პირველი ვარსკვლავი გახდა „კალგარის“ ფორვარდი ჯონი გოდრო, რომელმაც ოთხ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა და 11 ქულა (5+6) დააგროვა. „კალგარიმ“ სამი შეხვედრა მოიგო და დასავლეთი კონფერენციის ლიდერი გახდა.
მეორე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო „სან-ხოსეს“ მცველმა ბრენტ ბერნსმა. სამ მატჩში მის ანგარიშზე ცხრა ქულა იყო. ბერნსმა ორი გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი პასი შეასრულა და 40 პასითა და 47 ქულით ლიდერობს მცველებს შორის ბომბარდირთა დავას.
კვირის მესამე ვარსკვლავია „ნიუ-იორკ აილენდერსის“ მეკარე რობინ ლენერი. მან თავის გუნდს სამიდან სამი მატჩი მოაგებინა, საშუალოდ შეხვედრაში 1.99 შაიბა გაუშვა და მეტოქეთა დარტყმების 93.5 პროცენტი მოიგერია. ამ მომენტისთვის, შვედის ანგარიშზე ზედიზედ შვიდი მოგებაა.