ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) ოფიციალურ ვებგვერდზე დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა.
პირველი მათგანი ნიუ-იორკ აილენდერსის მეკარე რობინ ლენერი გახდა, რომელმაც არიზონასთან შეხვედრაში 31 შაიბა მოიგერია (2:0). ეს შვედი გოლკიპერის მეხუთე მშრალი მატჩია მიმდინარე სეზონში.
მეორე – ჩიკაგოს მცველი დანკან კიტია. 35 წლის კანადელმა კოლორადოსთან შეხვედრაში გადამწყვეტი გოლის გატანა შეძლო (2:1 ОТ).
მესამე ვარსკვლავის სტატუსი კაროლინას თავდამსხმელ ანდრეი სვეჩნიკოვს ერგო. 18 წლის რუსმა ჰოკეისტმა მონრეალთან მატჩში გადამწყვეტი შაიბა გაიტანა (2:1 ОТ).