ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) ოფიციალურ ვებგვერდზე დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა.
პირველი მათგანი ტამპას კაპიტანი სტივენ სტემკოსი გახდა, რომელმაც არიზონასთან შეხვედრაში ერთი შაიბა გაიტანა (4:1) და გატანილი გოლების საკლუბო რეკორდი დაამყარა. ეს მისი 384-ე გოლი იყო კლუბის მაისურით, რითაც ვენსან ლეკავალიეს მიღწევა გააუმჯობესა.
მეორე – ჩიკაგოს ფორვარდი პატრიკ კეინია, მან ვანკუვერთან შეხვედრაში ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა (3:2 ОТ).
მესამე ვარსკვლავის სტატუსი ვეგასის თავდამსხმელ რაილი სმიტს ერგო, მის ანგარიშზე 4 (1+3) ქულაა სან-ხოსესთან მატჩში (7:3).