ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ დღის საუკეთესოები დაასახელა
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ დღის საუკეთესოები დაასახელა

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) ოფიციალურ ვებ-ვერდზე დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა.

პირველი მათგანი კოლამბუსის რუსი მეკარე სერგეი ბაბროვსკი გახდა, რომელმაც არიზონასთან შეხვედრაში 46 შაიბა მოიგერია (3:0). მან მოგერიებული შაიბების
საკუთარი და საკლუბო რეკორდი დაამყარა.

მეორე – კალგარის თავდამსხმელი მეტიუ ტკაჩუკია, მის ანგარიშზე 5 (2+3) ქულაა რეინჯერსთან მატჩში (5:1).

მესამე ვარსკვლავის სტატუსი ტორონტოს ფორვარდ ოსტონ მეტიუსს ერგო. მან ფილადელფიასთან შეხვედრაში დუბლი გაიფორმა (7:6).