ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ დღის საუკეთესოები დაასახელა
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ დღის საუკეთესოები დაასახელა

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) ოფიციალურ ვებ-ვერდზე დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა.

პირველი მათგანი ჩიკაგოს თავდამსხმელი ბრენდან პერლინი გახდა, რომელმაც არიზონასთან შეხვედრაში სამი შაიბა გაიტანა (7:1).

მეორე – კაროლინას მეკარე პეტრ მრაზეკია, მან კოლორადოსთან შეხვედრაში 38 შაიბა მოიგერია და შათაუთი შეასრულა (3:0).

მესამე ვარსკვლავის სტატუსიც მეკარეს ერგო. აილენდერსის გოლკიპერმა ტომას გრაისმა შათაუთი შეასრულა კოლამბუსთან შეხვედრაში და 31 შაიბა მოიგერია (1:0).