ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) ოფიციალურ ვებგვერდზე დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა.
პირველი მათგანი ვაშინგტონის ფორვარდი ევგენი კუზნეცოვი გახდა, რომელმაც ლოს-ანჟელესთან შეხვედრაში 4 (2+2) ქულა დააგროვა (6:4).
მეორე – პიტსბურგის გოლკიპერი მეტიუ მიურეია. ფილადელფიასთან მატჩში მან 50 შაიბა მოიგერია (4:1).
მესამე ვარსკვლავის სტატუსი კი სან-ხოსეს ფორვარდს ევანდერ კეინს ერგო, რომელმაც ვანკუვერთან მატჩში დუბლი გაიფორმა(7:2).