ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) ოფიციალურ ვებგვერდზე სტენლის თასის პირველი წრის მორიგი სათამაშო დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა.
პირველი მათგანი კოლორადოს ფორვარდი მიკო რანტანენი გახდა, რომლის ანგარიშზეც დუბლია კალგარისთან პირველი წრის მეოთხე შეხვედრაში (3:2 ОТ). ამ გუნდების სერიაში ანგარიში გახდა 3:1 კოლორადოს სასარგებლოდ.
მეორე საუკეთესო ბოსტონის თავდამსხმელი დავიდ პასტრნიაკია. 22 წლის ჩეხმა ტორონტოსთან მატჩში ორი შაიბა გაიტანა (6:4).
მესამე ვარსკვლავის სტატუსი დალასის ფორვარდ როპე ხინტცს ერგო, მის ანგარიშზეც დუბლია ნეშვილთან შეხვედრაში (5:1).