ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ (NHL) ოფიციალურ ვებგვერდზე სტენლის თასის მეორე წრის მორიგი სათამაშო დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა.
პირველი მათგანი კაროლინას კანადელი კაპიტანი ჯასტინ უილიამსი გახდა, რომლის ანგარიშზე გადამწყვეტი შაიბაა აილენდერსთან მეორე წრის მესამე შეხვედრაში (5:2). სერიის ანგარიშია 3:0 კაროლინას სასარგებლოდ.
მეორე საუკეთესო – დალასის ამერიკელი გოლკიპერი ბენ ბიშოპია. მან სენტ-ლუისთან მატჩში 27 შაიბა მოიგერია (4:2). სერიის ანგარიშია 2:2.
მესამე ვარსკვლავის სტატუსი კი კაროლინას ფინელ ფორვარდ სებასტიან აჰოს ერგო, რომელმაც 2 (1+1) ქულა დააგროვა სტენლის თასის მეორე წრის მესამე შეხვედრაში აილენდერსთან (5:2).