ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) ოფიციალურ ვებგვერდზე სტენლის თასის პირველი წრის მორიგი სათამაშო დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა. პირველი მათგანი ვეგასის ფორვარდი მარკ სტოუნი გახდა, რომლის ანგარიშზეც სან-ხოსესთან პირველი წრის მესამე შეხვედრაში დაგროვილი 5 (3+2) ქულაა (6:3).
მეორეც ვეგასის ჰოკეისტია – თავდამსხმელი პოლ შტასტნი. 33 წლის ამერიკელმა 5 (2+3) ქულა გააკეთა შარკსთან მატჩში (6:3).
მესამე ვარსკვლავის სტატუსი ვინიპეგის თავდამსხმელ კაილ კონორს ერგო, რომელმაც დუბლი შეასრულა სენტ-ლუისთან სტენლის თასის პირველი წრის მესამე შეხვედრაში (6:3).